English / ქართული / русский /
ირინე დავრაშერიძე
მსესხებლის კრედიტუნარიანობის განსაზღვრის თვისებრივი (ხარისხობრივი) მეთოდები

ანოტაცია

სტატიაში - მსესხებლის კრედიტუნარიანობის განსაზღვრისთვისებრივი (ხარისხობრივი) მეთოდები განხილულია მსესხებლის ისეთი მახასიათებლები, რომელთა ერთობლიობა ქმნის მსესხებლის საკრედიტო რეიტინგს. ასეთებია ბაბუშკინის მეთოდი, ირკუტსკის მეთოდი, CAMPARI, PARSERI da `5-C--ის წესი. ამ მაჩვენებლების ნაწილი პროცენტებში გამოიხატება, ნაწილი კი - ქულებში.

მათი გამაერთიანებელი მაჩვენებელი ჯერჯერობით შემუშავებული არ არის. ბანკებიც და მსესხებელი კომპანიებიც თავისი თვალთახედვით აძლევენ რომელიმე მათგანს უპირატესობას.

საკვანძო სიტყვები: კრედიტუნარიანობა, მსესხებელი, საკრედიტო რეიტინგი, საკრედიტო ისტორია

 შესავალი

არც საქართველოში და არც მსოფლიოში მსესხებლის კრედიტუნარიანობის განსაზღვრის ერთი, უნიფიცირებული მაჩვენებელი არ არსებობს. ზოგიერთი კომპანია და ბანკი მას რაოდენობრივი მაჩვენებლებით (რენტაბელობის დონე, ლიკვიდობის დონე, კაპიტალის სტრუქტურა და ა. შ.) ზომავს, ზოგი კი ხარისხობრივი მაჩვენებლებით.

მოცემულ სტატიაში ჩვენ შევეცდებით დავახასიათოთ კრედიტუნარიანობის არსებული ხარისხობრივი (თვისeბრივი) მაჩვენებლები და შევაფასოთ ისინი.

 ***

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსესხებლის კრედიტუნარიანობა ისაზღვრება თვისებრივი (ხარისხობრივი) მაჩვენებლებითაც. ამ შემთხვევაში დგება მსესხებლის საკრედიტო რეიტინგი. ასეთი რეიტინგის შედგენის მრავალი მეთოდიკა არსებობს, რომელთაგან პოსტ¬სოცია¬ლისტურ სივრცეში ყველაზე მეტად გავრცელდა რუსი მეცნიერის ს. ბაბუშკინის მეთოდიკა. ამ მეთოდიკით მსესხებლის კრედიტუნარიანობა ფასდება შემდეგი მაჩვენებ¬ლებით (იხ. ნახაზი 1):

1. საკრედიტო ისტორია (რეპუტაცია) – 10%

2. ფინანსები _ 30%

3. კრედიტის უზრუნველყოფა (გირაო) – 25%

4. მსესხებლის მენეჯმენტი – 15%

5. მსესხებლის საქმიანობის ბაზარი/დარგი - 20%

სულ -100%

ჩამოთვლილი მაჩვენებლების თითოეული ჯგუფისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობა 0-დან 100-მდე დიაპაზონში მერყეობს. რამდენად დაბალია ქულა, უკეთესია მსესხებლის მდგომარეობა, ანუ იმდენად ნაკლებია საკრედიტო რისკი. ამასთან, 0 - შეფასება მეტად უარყოფითი შეფასებაა.

    კრედიტუნარიანობის რეიტინგის დადგენის . ბაბუშკინის მიერ შემუშავებული სქემა [ПетровА., 2007:238]

 მეცნიერი ს. ბაბუშკინი მსესხებლის რეიტინგის განმსაზღვრელ თითოეულ მაჩვენებელს ქულების შემდეგი რაოდენობით აფასებს:

 1. მსესხებლის საკრედიტო ისტორიის შეფასება.

საკრედიტო ისტორია

ქულა

3-წელზე მეტი

10

2-დან 3 წლამდე

30

1,5-დან 2 წლამდე

50

0,5-დან 15 წლამდე

70

0,5 წელზე ნაკლები

90

საკრედიტო ისტორია არა აქვს (გაიცემა პირველი კრედიტი)

100

2. მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა. 

ფინანსური მაჩვენებლის ჯგუფი

მაჩვენებლის შესაბამისობა ნორმატივთან

ქულა

წონითი კოეფიციენტი

ლიკვიდურობის მაჩვენებლები

შეესაბამება

10

30

50

70

90

100

0,3

ფინანსური მდგრადობის (გადახდისუნარიანობის) მაჩვენებლები

არ შეესაბამება

10

30

50

70

90

100

0,25

საქმიანი აქტივობის (ბრუნვადობის) მაჩვენებლები

შეესაბამება

10

30

50

70

90

100

0,15

რენტაბელობის მაჩვენებლები

არ შეესაბამება

10

30

50

70

90

100

0,3

 3. კრედიტის უზრუნველყოფის შეფასება.

უზრუნველყოფის სახე

ქულა

ვალუტით უზრუნველყოფა

10

უძრავი ქონებით უზრუნველყოფა

25

მთავრობის გარანტია

20

სამრეწველო მოწყობილობა

50

ავტოტრანსპორტი

35

ფასიანი ქაღალდები

20

იურიდიული პირის თავდებობა

90

ფიზიკური პირის თავდებობა

100

 4. მენეჯმენტის ხარისხის შეფასება.

მაჩვენებლების ჯგუფი

შინაარსი

ქულა

წონითი კოეფიციენტი

საკუთრების ფორმა

  • სახელმწიფო საწარმო
  • შერეული საწარმო
  • კერძო საწარმო

20

25

50

0,2

მართვის ორგანიზებული სქტრუქტურა

  • კლასიკური საწარმო
  • სათავო საწარმო
  • მცირე საწარმო

10

25

75

 

ხელმძღვანელობის ტიპი

  • საკვანძო ფიგურა (ძირითადი                

     მფლობელი და დამფუძნებელი)

  • კლასიკური ხელმძღვანელი
  • აღმასრულებელი დირექტორი
  • ტექნიკური დირექტორი

70

 

15

50

75

0,5

5. ბაზრის ან დარგის კონიუნქტურის შეფასება.

მაჩვენებლების ჯგუფი

შინაარსი

ქულა

წონითი კოეფიციენტი

ეკონომიკის დარგი

  • ელექტრომრეწველობა
  • შავი მეტალურგია
  • ქიმიური მეტალურგია
  • მანქანათმშენებლობა
  • კვების მრეწველობა
  • ტრანსპორტი
  • მშენებლობა
  • სოფლის მეურნეობა
  • ვაჭრობა
  • დანარჩენი დარგები

25

10

75

60

50

100

100

100

50

75

0,3

წილი ბაზარზე (%)

  • 1-ზე ნაკლები
  • 1-დან 2-მდე
  • 3-დან 5-მდე
  • 5-დან 24-მდე
  • 25-დან 50-მდე
  • 51-ზე მეტი
  • მონოპოლია

100

85

70

50

35

25

10

0,3

კონკურენციის დონე

  • დაბალი
  • საშუალო
  • მაღალი
  • ძალიან მაღალი

25

50

75

100

0,4

ამ შეფასების შედგენის შემდეგ თითოეული მიმართულებით ბანკი ანგარიშობს საშუალო ქულას (იგი იანგარიშება ქულის გადამრავლებით წონით კოეფიციენტზე) და აჯამებს მათ. შეჯამებულ მაჩვენებელს კი ეძლევა რისკის კატეგორია:

10-დან 20 ქულამდე ® 1 ანუ მინიმალური

21-დან 40-მდე ® 2 ანუ დაბალი

41-დან 60-მდე ® 3 ანუ საშუალო

61-დან 80-მდე ® 4 ანუ მაღალი

81-ზე მეტი ® 5 ანუ ძალიან მაღალი

გარდა ამ მეთოდიკისა, ფართოდ არის ცნობილი დასავლეთში გამოყენებული მეთოდიკები. ისინი ორ კატეგორიად იყოფა [პაპასკირი რ., 2012:110]:

1. ნორმალურ მსესხებელზე ორიენტირებული.

2. არანორმალურ (გაკოტრებასთან ახლოს მყოფ) მსესხებელზე ორიენტირებული.

ნორმალურ მსესხებელზე ორიენტირებული მეთოდიკის მიხედვით, მსესხებლის კრედიტ¬უნარიანობა 5 პარამეტრით (მენეჯმენტი, ბაზარი/დარგი, კლიენტთან ურთიერთობები, ეკონომიკაში არსებული ვითარება, საწარმოს განვითარებაში არსებული პერსპექტივა) ისაზღვრება. შეფასებას იძლევიან 6 ბალიანი სისტემით, სადაც 6 ბალი ყველაზე უარესი ვარიანტია, 1 ბალი აღნიშნავს სრულ საიმედოობას ანუ 100%-ს. ყოველი მომდევნო კი 25%-ით ამცირება მას. ასეთ შეფასებაზეა აგებული მსესხებელთა კრედიტუნარიანობის განსაზღვრის ცნობილი ინგლისური PA PARSERI-s  და CAMPARI -ის მეთოდიკები. ეს უკანასკნელი 7 პარამეტრზეა აგებული.

 CAMPARI-ს მეთოდიკის შინაარსი ასეთია:

  • C – character _ მსესხებლის დახასიათება.
  • A – ability _ კრედიტის დაბრუნების უნარი
  • M – means  _ კრედიტის თხოვნის საჭიროება.
  • P – purposr _ კრედიტის მიზანი.
  • A – amount _ კრედიტის სიდიდე.
  • R – repogment _ კრედიტის დაფარვის შესაძლებლობა.
  • I – insurance _ კრედიტის უზრუნველყოფა (რისკის დაზღვევა).

ამერიკის ბანკებში კი გამოიყენება `ხუთი C-ჩ-ის წესი''. მისი შინაარსი ასეთია:

  • C – Capasity _ სესხის დაფარვის შესაძლებლობა.
  • C – CHoracter  _ მსესხებლის რეპუტაცია.
  • C – Capital  _ კაპიტალის ფლობა.
  • C – Collateral _ გირაოს არსებობა.
  • C – Conditions  _ ეკონომიკური კონიუნქტურა 

 დასკვნა

მსესხებლის კრედიტუნარიანობის განხილული მეთოდების მრავალფეროვნება იმის მიმანიშნებელია, რომ მეცნიერ-ეკონომისტები ვერ შეთანხმდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი მეთოდიკის გამოყენებაზე. არადა, ჩვენი აზრით, გლობალიზაციის ეპოქაში ეს აუცილებელია, რადგან ერთი ქვეყნის კომპანია შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის კომერციული ბანკის მსესხებელი და ამ ქვეყნებს საკრედიტო რეიტინგის დადგენის მეთოდიკა ერთნაირი უნდა ჰქონდეთ.

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. პაპასკირი რ., 2012. ლექციების კურსი საბანკო მენეჯმენტსა და კორპორაციულ ფინანსებში, თბილისი, `უნივერსალი~, გვ. 110.
  2. Петров А., Петрова В., 2007. Комплексный анализ финансовой деятельности банка, Москва, «Финансы и статистика», gv. 238.